Папки: Фарш
Перейти по ссылке: http://myrecipe.ge/recipe/კატლეტი/
Preview1 კგ ხორცი
4-5 თავი ხახვი
5-6 კბილი ნიორი
2 ნაჭერი პური
1 ცალი კარტოფილი
1 ცალი სტაფილო
1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
1 ცალი პომიდორი
მარილი გემოვნებით
1 სუფრის კოვზი არაჟანი ან მაიონეზი
1 ჩაის კოვზი სოდა
100 გრ საფანელი ან ფქვილი
200 გრ მწვანილი
პორცია:
30 ცალი
------------
კატლეტს უხდება ცხიმიანი ხორცი, თუ საქონლის და ღორის ხორცით ამზადებთ უფრო გემრიელი გამოდის. გავატარებთ ხორცს. 1 კილოგრამ ხორცზე 4-5 თავი საშუალო ზომის ხახვი, 5-6 კბილი ნიორი, მწვანილები ყველანაირი შეგიძლიათ დაუმატოთ ნიახურის გარდა. გაატარეთ სტაფილო,ბულგარული, 2 ნაჭერი პური შეიძლება დაალბეთ ან რძეში ან წყალში, გაწურეთ და გაატარეთ,ბოლოს გაატარეთ 1 ცალი კარტოფილი უმი. გამზადებულ ფარშს დაუმატეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, მე კვერცხს არ ვუმატებ, ამაგრებს კატლეტს და არ მომწონს. თქვენი სურვილით შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ცალი კვერცხი, დაასხით 1 სუფრის კოვზი მაიონეზი ან არაჟანი, 1 ჩაის კოვზი სოდა და დიდხანს ურიეთ,რაც უფრო დიდხანს ჩაზელთ მით უფრო ფუმფულა კატლეტები გამოგივათ.
ხელით მიეცით სასურველი ფორმა ,ამოავლეთ საფანელში ან სიმინდის ან პურის ფქვილში და შეწვით გაცხელებულ ზეთში.