მაწვნის სუპი პიტნით, მარტივი რეცეპტი. - Salata.ge

Папки: Суп
Preview500 მილილიტრი მაწონი,
1 ცალი ხახვი,
2 ცალი კვერცხი,
2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი,
50 გრამი ბრინჯი,
2 კბილი ნიორი,
5 ღერი ქინძი,
3 ღერი კამა,
2 ღერი პიტნა,
20 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
გემოვნებით მარილი.
მომზადება:

ხახვი დავჭრათ წვრილად.
ქინძი, კამა და პიტნა დავჭრათ წვრილად.
ნიორი დავჭრათ წვრილად.
საშუალო ზომის თასში ჩავასხათ მაწონი, ჩავახალოთ კვერცხი, მოვაყაროთ პურის ფქვილი და გავხსნათ ერთმანეთში კარგად.
საშუალო ზომის ქვაბში ჩავასხათ მცენარეული ზეთი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ.
დაუმატოთ 800 მილილიტრი წყალი, ავადუღოთ და დაუმატოთ ბრინჯი.
ბრინჯი რომ მოიხარშება დავუმატოთ მომზადებული მაწვნის სითხე და ურიოთ სანამ არ ადუღდება.
ადუღების შემდეგ დაუმატოთ ნიორი, მარილი, მწვანილი, ამოურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.