Папки: Говядина
Перейти по ссылке: http://pincake.ge/menu/209
Previewჩაქაფულის უცვლელი ინგრედიენტები - ტარხუნა და ახალი ტყემალი გაზაფხულზე შემოდის, ამ დროს დიდი მარხვაც სრულდება და სწორედ ამიტომ ამ კერძის დროც სწორედ ახლა დგება. კლასიკური ჩაქაფულისთვის ბატკნის ხორცია საჭირო, თუმცა მომზადება ხბოს ხორცითაც შეიძლება.
კარგად გარეცხილი ხბოს ხორცი დაჭერით სასურველ ზომებად. მწვანილები საგულდაგულოდ გარეცხეთ და დაჭერით. შემდეგ მოზრდილ ქვაბში ხორცი და მწვანილები ფენებად ჩააწყვეთ - ქვაბში ჯერ ხორცი მოათავსეთ, ზემოდან მწვანილები მოაყარეთ, შემდეგ ისევ ხორცი და ზემოდან კვლავ მწვანილები. ხორციან და მწვანილებიან ქვაბში ჩაამატეთ კარაქი, დაჭრილი წიწაკა, მოაყარეთ ტყემალი, მოასხით თეთრი ღვინო და დადგით ნელ ცეცხლზე.

როგორც კი კერძი წამოდუღდება, მოურიეთ და მარილით შეაგემეთ. როგორც კი სამზარეულოში მადისაღმძვრელი სურნელი დატრიალდება, ხორცი შეამოწმეთ - თუკი მოიხარშა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაქაფული მზად არის.

შენიშვნა: იმავე მეთოდით მზადდება ბატკნისა და სოკოს ჩაქაფული; ჩაქაფულის მომზადებისას ხორცი მხოლოდ ღვინოში იხარშება და კერძი წყლის დამატებას არ საჭიროებს; ჩაქაფულის მომზადების დრო ხბოს ხორცის მოხარშვაზეა დამოკიდებული -მთლიანობაში, სავარაუდოდ, 40-50 წუთი სჭირდება.
ინგრედიენტები
ხბოს ხორცი - 1 კგ;
ქინძი - 300 გრ;
მწვანე ხახვი - 300 გრ;
ტარხუნა - 300 გრ;
ახალი მწვანე ნიორი - 1-2 ღერი;
ახალი ტყემალი - 200 გრ;
თეთრი ღვინო - 0,5 ლიტრი;
კარაქი - 100 გრ;
მწვანე წიწაკა და მარილი - გემოვნებით.