Папки: Рыба
Previewეს კერძი საკმაოდ სწრაფად და მარტივად მზადდება, თან უგემრიელესი გამოდის. თევზის ხორცი ნაზია, წვნიანი  და არომატული. დაანაყრეთ ოჯახის წევრები ამ გემრიელი ვახშმით. დამზადების დრო: 40 წთ.

ინგრედიენტები:

ღურკანა  1კგ;
ხახვი  2თ;
არაჟანი  200გრ;
წყალი  300მლ;
ფქვილი  1ს/კ;
ზეთი  2ს/კ;
მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავწმინდოთ თევზი და კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყალში. შევაშროთ და საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ. თითოეულ ნაჭერს წავუსვათ მარილი და პილპილი, ამოვავლოთ ფქვილში. გარჩეული, გარეცხილი და დაჭრილი ხახვი ზეთში მოვშუშოთ. გადავიტანოთ თეფშზე და ამავე ტაფაში შევწვათ თევზი. მაღალ ცეცხლზე უნდა შეიწვას ორივე მხიდან. დავაყაროთ თევზს შემწვარი ხახვი. არაჟანი, წყალი, ფქვილი, მარილი და პილპილი შევურიოთ ერთმანეთს. დავასხათ თევზის ნაჭრებს, ტავზე დავაფაროთ, წამოვადუღოთ. ცეცხლს მინიმუმამდე დავუწიოთ და 15-20 წუთი ვშუშოთ. გემრიელად მიირთვით!