Папки: Фарш
Previewმე გავაკეთე 600 გრამი ფარშით და გამომივიდა 20 ცალი გუფთა.
ინგრედიენტები.
600 გრამი ფარში (საქონლისა და ღორის შერეული)
4 ცალი მოზრდილი ხახვი 2 ცალი სტაფილო
4 კბილი ნიორი
ცხიმი რამდენსაც საჭიროება მოითხოვს
3 თავი ხახვი
პატარა ყავის ჭიქით ბრინჯი
2 სადილის კოვზი რომ არის ტომატის პასტა
1 სადილის კოვზი პაპრიკა (დაფქვილი წითელი ბულგარული)
1 კონა ქინძი და 1 კონა ოხრახუში.
1 კვერცხი
მარილი გემოვნებით
მომზადება:::::
თავდაპირველად ფარშს შევურიე ნაწილი გატარებული მწვანილი 1 თავი ხახვი კვერცხი ბრინჯი და 2 კბილი ნიორი. შემდეგ გავაჯეთე პატარა ბურთები.
ქვაბში მოვხრაკე წვრილად დაჭრილი ხახვი ცხიმში დაბალ ცეცხლზე დავამატე მწიკვი შაქარი შემდეგ შევურიე ტომატის პასტა და პაპრიკა მარილი გემოვნებით.1 წუთის მოშუშვის შემდეგ ჩავალაგე დაჭრილი კარტოფილი სტაფილო დავასხი მდუღარე წყალი და კარტოფილი ნახევრად რომ მოიხარშა დავამატე გუფთის ბურთები და 3 კბილი გახეხილი ნიორი.განვაგრძე ხარშვა ზუსტად 15 წუთში კერძი უკვე გამზადდა.გამორთვამდე 1 წუთით ადრე დავამატე წვრილად დაჭრილი მწვანილი.