Папки: Капуста
კომბოსტოს სალათა ნიგვზით
1 საშუალო ზომის დაახლოებით 1 კილო კომბოსტო გარეცხვის შემდეგ ოთხად დავჭერი და მოვწალე დარბილებამდე მარილიან წყალში საშუალო ცეცხლზე. შემდეგ წვრილად
დავჭერი.
ცალკე თასში მოვათავსე ორჯერ გატარებული 200 გრამი ნიგოზი
1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი 1 ჩაის კოვზი
ხმელი ქინძი გატარებულები:1 თავი ხახვი 3 კბილი ნიორი რამოდენიმე ღერი წვრილად დაჭრილი ქინძი მარილი გემოვნებით და ეს ყველაფერი კარგად ავურიე ერთმანეთში.შემდეგ დავამატე
კომბოსტო და ხის კოვზით შევურიე ფრთხილად ერთმანეთს.
ზემოდან მოვაყარე ბროწეულის მარცვლები