Папки: Выпечка
#ფუნთუშები.
ძალიან კარგი რეცეპტია.

მასალა

500 გრამი რძე
200 გრამი წყალი
125 გრამი კარაქი
300 გრამი შაქარი
1 ვანილი
2 კვერცხი
ნახევარი ჩაის კოვზი მარილი
1 სადილის კოვზი საფუარი (მშრალი)
ქიშმიში ან შავი ქლიავის ჩირი გემოვნებით.
ფქვილი 1 კილოზე ცოტა მეტი
ცომი თავად გიკარნახებთ.
ცომის დასამუშავებლად ცოტა ზეთი.

მომზადება

რძე და წყალი ერთად წამოვადუღე და ცხელსვე დავამატე შაქარი და კარაქი.

ღრმა თასში ჩავყარე ფქვილი შუაში
გავუკეთე ღრმული დავამატე საფუარი
მარილი კვერცხი და ასევე თბილი (და არა ცხელი) რძე.დავიწყე ცომის მოზელვა.ეს პროცესი დაახლოებით გაგრძელდა 10 წუთი.მასა რომ შესქელდა ზეთიანი ხელებით რამდენჯერმე გადავზილე და თბილად შევფუთე.2 საათში ცომი კარგად რომ ამოვიდა დავამატე წინასწარ ცხელ წყალში დაბალი გამშრალი და დაჭრილი ქლიავის ჩირი და კვლავ შევფუთე.

მეორე ამოფუების შემდეგ ცომიდან ამოვიღე გუნდები დავალაგე ოდნავ ფქვილმოყრილ ტაფაზე და 1 საათი გავაჩერე.ცომმა რომ მოიმატა დავიწყე
ცხობა 180 გრადუს ტემპერატურაზე.
ბოლოს მოვაყარე ზოგს ქოქოსის ფანტელი და ზოგს შაქრის პუდრა.
გამოდის 30_32 ცალი ფუნთუშა..
არაჩვეულებრივია #ჩაისთან #კაკაოსთან და #მარტოც კი....

მოსინჯეთ კმაყოფილი დარჩებით.
ბიუჯეტურიც არის საცხობებში ყიდვასთან შედარებით.....