Папки: Курица
გასუფთავებულ ქათამს მოვაყარე მარილი და წითელი დაფქვილი წიწაკა.ასე გავაჩერე 1 სთ.
შემდეგ გახურებულ ზეთიან ტაფაზე დავბრაწე .

გავხეხე 5კბ.ნიორი დავუმატე 1ჩ.კ. დაღერღილი წითელი მწარე წიწაკა.ცოტა მარილი და დავასხი 1 ჭქ. ადუღებული გაგრილებული წყალი.

ქათამი ამოვიღე დავჭერი. ტაფაში რაც წვენი ჰქონდა საწურში გავწურე.ტაფა გავრეცხე და დავაბრუნე დაჭრილი ქათამი მის წვენთან და ნიორწყალთან ერთად.
გადმოვადუღე 5წთ.