Папки: Субпрод
Перейти по ссылке: https://livemaster.ge/294
Previewინგრედიენტები :
1 კგ საქონლის ან ფრინველის გულ-ღვიძლი
250-300 გრ.ნიგოზი
1 თავი ხახვი
2-3 კბილი ნიორი
1 ჩ.კოვზი ქონდარი
1 ბროწეული
1 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი
2 ჩ.კ. უცხო სუნელი
1 ჩ.კ.ხმელი ქინძი
მარილი და დაფქული წითელი წიწაკა
ძმარი
მომზადების წესები : გულ-ღვიძლი მოვხარშოთ,მოვაყაროთ მარილი,გავაცივოთ და დავჭრათ. ხახვი ძალიან თხლად,წვრილად დავჭრათ. გატარებულ ნიგოზს შევურიოთ დანაყული ნიორი, მარილი, სუნელები, წიწაკა, ხახვი, ძმარი {ხახვი და ძმარი შეგვიძლია არ დავუმატოთ}, ცოტა ანადუღარი თბილი წყალიმ რომ მივიღოთ სქელი მასა, კარგად მოვზილოთ და გავაჩეროთ 20 წუთი. გულ-ღვიძლში ავურიოთ ეს მასა, ბროწეულის მარცვლები , გემოვნებით დავუმატოთ მარილი და წიწაკა.