Папки: Субпрод
1 კილო საქონლის გულ ღვიძლი
5 მოზრდილი ხახვი
1 კოვზი ნახევარი ტომატის პასტა
1 ჩაის კოვზი პაპრიკა
1 ჭიქა ღვინო
3 ცალი დაფნის ფოთოლი
მარილი წითელი წიწაკა გემოვნებით
3 კბილი გახეხილი ნიორი
1 კონა ქინძი 1 კონა ოხრახუში
და ქონდარი ჩაის კოვზის ნახევარი
2 სადილის კოვზი ზეთი ან კარაქი
მომზადება___________________________
საშუალო ნაჭრებად დაჭრილი ხორცის ნაჭრები სათითაოდ გარეცხე გამდინარე თბილ წყალში მოათავსე ქვაბში დაასხი წყალი ისე რომ ხორცებს ოდნავ ფარავდეს და დაადგი ცეცხლზე.წამოქაფებამდე რომ მივიდა წყალი გადავღვარე და თავიდან გარეცხე ისევ თბილ წყალში.
შეიძლება პირველი წყალი არ გადაუღვარო.
ხორცს მეორედ გარეცხვის შემდეგ
დაასხი წყალი ღვინო დავუმატე დაფნის ფოთლები და დადგი მოსახარშად.
ოდნავ რომ აკლდა ბულიონი გადავწურე ცალკე თასში და ხორცს
დავამატე დაჭრილი ხახვი ცხიმი და თავდახურულში ჩავშუშე ერთად შემდეგ ტომატი ნიორი და 1 წუთის შემდეგ დავასხი მისივე ბულიონი
მარილი წიწაკა და დაჭრილი მწვანილი
ქონდარი და საშუალო ცეცხლზე ბოლომდე მოვამზადე. ბოლო პროცესს სულ დასჭირდა 4 წუთი..
1 კილო გულღვიძლის ყაურმა განსაზღვრულია 3 ან 4 ადამიანზე.