Папки: Фарш
Перейти по ссылке: https://www.facebook.com/groups/691339647653726/permalink/1380711725383178/
ხორცის საკეპში გავატარე ქათმის 7 ცალი ნედლი ფილე, 2 ცალი საშუალო ზომის ხახვი, 5 დიდი კბილი ნიორი, ერთი სტაფილო, ერთი დიდი წითელი ბულგარული წიწაკა, ერთი დიდი კარტოფილი, ერთი მწარე წიწაკა, ქინძი, ოხრახუში, რეჰანი გემოვნებით და რძეში დამბალი და გაწურული ორი დღის პურის გული, დავამატე ერთი კვერცხი, მარილი ჩვეულებრივი და სვანური, ქონდარი და კარგად (დიდხანს) ავურიე, შევწვი საკმაოდ გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე ორივე მხარეს, აუცილებელია ფარშის სველი ხელებით (!) დაგუნდავება და ფორმის მიცემა სანამ ტაფაში მოვათავსებთ, თორემ ხელებზე მოგეკრობათ და ძალიან იწვალებთ.