Папки: Суп
Перейти по ссылке: https://www.facebook.com/groups/691339647653726/permalink/4781364418651208/
საშუალო ზომის ქათამი გავასუფთავე დავჭერი და გავრეცხე..მოვათავსე ქვაბში დავასხი წყალი იმდენი რომ ოდნავ ფარავდა.მოქაფვის პირას რომ მივიდა მოვქაფე წყალი გადავუქციე თავიდან გავრეცხე და დავასხი ცხელი წყალი და ბოლომდე მოვხარშე...შემდეგ ამოვიღე ქათმის ნაჭრები და ბულიონში (რომელიც საკმაოდ ცხიმიანი იყო ისევ)ნახევრად მოვხარშე 5 ცალი დაჭრილი კარტოფილი და შემდეგ დავამატე მაკარონი გემოვნებით მარილი და ორივე მოვხარშე ბოლომდე.........ცალკე ტაფაში მოვშუშე 3 დიდი თავი ხახვი 3 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა წვრიალად დაჭრილები და1 ცალი სტაფილო საშუალოდ დაჭრილი და 4 კბილი გახეეხილი ნიორი დასრესილი ეს ყველაფერი კარგად რომ მორბილდა ბოლოს დავამატე 1 დიდი. სადილის კოვზი ტომატის პასტა და 1 წუთი ვშუშე ერთად......ცალკე დავჭერი ქინძი ოხრახუში რეჰანი და კამა 5_5 ღერი.....ბულიონში მოხარშულ კარტოფილსა და მაკარონს დავამატე ცალკე ჩაშუშული ბოსტნეული დაჭრილი მწვანილი ქათმის ხორცის ნაჭრები და ყველაფერი ერთად წამოვადუღე მხოლოდ 1 წუთი.