დავჭერი გრძლად ბადრიჯანი, დავაყარე მარილი და გავაჩერე 2სთ.
შემდეგ გაგავლე ცივ გამდინარე წყალში, არ გამიწურავს. დავაფინე ჟარონაზე საცხობი ქაღალდი, წავუსვი ფუნჯით ზეთი.დავაწყე დაჭრილი ბადრიჯანი, მოვაყარე მარილი და წაუსვი ბადრიჯანსაც ფუნჯით ზეთი. შევწვი დენის ღუმელში. გადმობრუნება არ უნდა.
შემწვარი ბადრიჯნის ფოტო იმიტომ დავდე, რომ გენახათ, რა კარგად იბრაწება და არც ზეთითაა გაჟღენთილი, როგორც ტაფაზე შეწვის დროს.
რაც ბლენდერი და ჩოფერი შემოვიდა, ნიგოზს ყოველთვის ვრეცხავ.ვალბობ კიდეც წყალში ცოტა ხანს.ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ჭუჭყიანია.ამის დაწერა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ დღეს მეზობელი შემომესწრო და გაოგნებულმა მკითხა, ნიგოზს რატომ რეცხავო.ჩავთვალე, რომ შესაძლოა ჯგუფშიც არ რეცხავდეს ბევრი.ნუ ხორცსაკეპ მანქანაში გატარების შემთხვევაში- ნიგოზის გარეცხვა არ გამოვა.
მოკლედ: ნიგოზი, ნიორი,ხახვი( ხახვს მანამდე მდუღარეში ვყრი გაფცქვნილს, რომ სიმწარე დაკარგოს) ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, მარილი, წით.წიწაკა. ვასხამ ცოტა მდუღარე წყალს და ძმარს.ამას კარგად დავაქუცმაცებ ჩოფერში.მერე ვამატებ წვრილად დაჭრილ ცოცხალ ქინძს და ნიახურს.ასევე ბროწეულის მარცვლებს.კარგად ავურევ.ცალი მხრიდან წაუსვამ შემწვარ ბადრიჯანს ნიგვზიან მასას და დავახვევ რულეტივით.ზემოდანაც მოვაყრი ბროწეულის მარცვლებს.