Папки: Говядина
1.2კგ რბილი ხორცი დავჭრათ კუბიკებად. დავფაროთ წყლით, მოვაცილოთ ქაფი, ჩავდოთ დაფნის ფოთოლი. ცოტა რომ დააკლდება მოხარშვას გადმოვწუროთ ნახარში დავუმატოთ 3_4 ცალი წვრილად დაჭრილი ხახვი და კარაქი(თუ უცხიმოა). მოვშუშოთ კარგად. დავუმატოთ 500გრ კანგაცლილი პომიდორი და 1სკ ტომატ_პასტა, ნახარში. ქინძი, ცოტა ოხრახუში, 3_4 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი. მარილი და დაღერღილი წიწაკა გემოვნებით. ( მე დავუმატე ცოტა ხმელი ტარხუნა). ძალიან გემრიელია.