Папки: соления
დაჭრილი კომბოსტოს კლასიკური რეცეპტი, თავისით დამწნილებული,სამ ოთხ დღეში მზადაა, გამოდის ხრაშუნა და გემრიელი. მთელი ზამთარი პერიოდულად შეგიძლიათ მოამზადოთ სამლიტრიან ქილაში და იქონიოთ მაცივარში.
4 კგ. კომბოსტო დავჭერი წვრილად და 4-5 სტაფილო გავხეხე მსხვილ სახეხზე მოვაყარე 4 ს.კ. მარილი გადავურიე ერთმანეთში და დავტოვე რამოდენიმე საათი. კომბოსტო წვენს გამოყოფს.
ჩავზეკე 3 ლიტრიან შუშის ქილაში ისე რომ ზევიდან თავისივე წვენი მოიყენა. დავახუროთ პლასტმასის ხუფი. მე არანაირი სუნელები არ დამიმატებია,ზოგჯერ მწნილი თავისი გემოთი ჯობია. თქვენ თუ გნებავთ დაამატეთ.
სამი დღის განმავლობაში ყოველდღე მოვხადოთ ხუფი და ჩავურჭოთ ჯოხი ქილაში ბოლომდე რომ ჰაერიზაცია მოხდეს. კომოსტო დაიწყებს დამწნილებას და წვენის გამოყოფას, რომ დაწყნარდება კარგად ჩავზეკოთ ისე რომ ზევიდან წვენი მოადგეს და შევინახოთ გრილად.