Папки: соления
Перейти по ссылке: https://www.facebook.com/groups/691339647653726/permalink/5608650879255887/?mibextid=Nif5oz
დასამწნილებლად გამოვიყენებთ მარინადს. მარინადი ამწნილებს მალევე და აძლევს საუცხოო გემოსაც. ჭარხალი კი აძლევს საუცხოო ფერს.გამოდის ხრაშუნა და გემრიელი მწნილი, რომელიც 3-4 დღეში უკვე მზადაა. ასეთი მეთოდით კომბოსტო შეგიძლიათ დაამწნილოთ მთელი ზამთრის პერიოდში და ყოველთვის გექნებათ საუცხოო მწნილი სუფრაზე მისატანად.
ვიდეორეცეპტი დაგეხმარებათ მომზადებაში: https://www.youtube.com/watch?v=NW9bDk4UtNA&t=172s
მოსამზადებლად დაგვჭირდება:
1.5 კგ. კომბოსტო
300 გრ. ჭარხალი
300 გრ. სტაფილო(სურვილით)
100 მლ. ზეთი
100 მლ. ძმარი
2 ს.კ. (სავსე) მარილი
4 ს.კ. (არასავსე) შაქარი
3 ცალი დაფნის ფოთოლი
8 პილპილის მარცვლები
3-4 კბილი ნიორი
500 მლ. წყალი
შეგიძლიათ ერთდროულად მოამზადოთ ორი ან მეტი პორცია. მაგალითად ერთდროულად 3 კილო კომბოსტოზე.
მოსამზადებლად, კომბოსტო დავჭრათ წვრილად და გრძლად, ჭარხალი და სტაფილო გავხეხოთ სახეხზე, გრძლად. ჩავყაროთ სამივე მოზრდილ თასში.
მოვადუღოთ მარინადი.
ჩავასხათ წყალი ქვაბში დავამატოთ დაფნის ფოთოლი, პილპილის მარცვლები.მარილი,შაქარი,შემოვდგათ ცეცხლზე. ვადუღოთ 2 წუთი და დავამატოთ ზეთი, ვადუღოთ კიდევ ერთი წუთი და გადმოვდგათ. ნიორის კბილები დავჭრათ ბრტყლად და ცხელ მარინადში დავამატოთ. აქვე მაშინვე დავამატოთ ძმარიც. მე ყოველთვის ვიყენებ სახლის ღვინის ძმარს. ეს ცხელი მარინადი დავასხათ დაჭრილ ბოსტნეულს და კარგად გადავურიოთ. გავაჩეროთ 5 წუთი. ჩავალაგოთ შუშის ქილებში. ზევიდან დავასხად მარინადი დავახუროთ თავსახური. ოთხ-ხუთ დღეში მწნილი უკვე მზად იქნება. პირველი სამი დღე დავტოვოთ სამზარეულოში ან თბილ ოთახში, მერე შევდგათ მაცივარში ან გავიტანოთ ცივ მარანში. გემრიელად მიირთვით.