1 კგ ბატკნის ან ცხვრის ცხიმიანი ხორცი
100 გრამი დუმა
2-3 თავი ხახვი
მარილი , პილპილი, ძირა.
3 ჭიქა მრგვალი ბრინჯი
დუმა დაჭერით წვრილად ჩაყარეთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე დატოვეთ სანამ ცხიმს არ გაუშვებს, შემდეგ ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი , რომ დარბილდება დამატეთ წვრილად დაჭრილი ხორცი და შუშეთ თავდახურულში, შემდეგ დაასხით წყალი იმდენი რომ ოდნავ დაფაროს ხორცი და ხარშეთ სანამ ცოტა არ დააკლდება მოხარშვას, ბოლოს ჩაამატეთ ბრინჯი, მარილი, პილპილი და ძირა , დაასხით ოთხმაგი ოდენობის ხაშლამის ნახარში ან წყალი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ თავდახურულში.