Папки: Суп
Перейти по ссылке: https://www.facebook.com/groups/691339647653726/permalink/5864142353706737/
გავასუფთაოთ ქათამი გავრეცხოთ და მოვხარშოთ. ქათამი ამოვიღოთ და ცხელსვე მოვაყაროთ მარილი. ნახარშს მოვხადოთ ცხიმი გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში. წვრილად დავჭრათ 1 მოზრდილი ხახვი და მოვშუშოთ ცხიმში. დავამატოთ 2ლტ გაწურული ნახარში. დავნაყოთ 4-5 კბილი ნიორი. 3_4სკ პურის ფქვილი გავთქვიფოთ ცივ წყალში და გავწუროთ. შევურიოთ ნახარშში ნელ-ნელა მივიყვანოთ ადუღებამდე. დანაყილი ნიორი, 2-3სკ ძმარი, 2 ცალი კვერცხი გავთქვიფოთ და ჩავასხათ თან ვურიოთ. მარილი გემოვნებით. ბოლოს ჩავყაროთ 1 პატარა კონა ქინძი დაჭრილი. მარილი გემოვნებით.( თუ გინდათ რომ კვერცხი ძალიან არ შეეტყოს ჩაათქვიფეთ პურის ფქვილთან.)