Папки: Суп
ჩიხირთმა გემრიელი გამოდის სოფლის ქათმისგან. ქათამი კარგად გავრეცხოთ, დავჭრათ და დავდგათ საშუალო ცეცხლზე. როცა წამოდუღდება მოხადეთ ქაფი, ან გამოუცვალეთ წყალი. ხახვი დაჭერით ძალიან წვრილად. მე არ მიყვარს წვნიანში მოხარშული ხახვი რომ ტივტივებს, ამიტომ ხახვს ვშუშავ კარაქში, სანამ გამჭვირვალე არ გახდება. ბოლოს ვუმატებ დაჭრილ ქინძს და კამას.

მოშუშული ხახვი და მწვანილი გადავიტანოთ ქათამთან. 2 სუფრის კოვზი ფქვილი გახსენით 200 მლ გაგრილებულ ბულიონში, კარგად მოურიეთ, შემდეგ გაწურეთ და დაუმატეთ ბულიონს. ცალკე ავთქვიფოთ 2 კვერცხის ცილა და გული ცალ-ცალკე ცოტა წყალთან ერთად და როცა მოიხარშება ქათამი დაუმატეთ წვნიანს. კარგად მოურიეთ, ადუღეთ კიდევ 5 წუთი და გამორთეთ. მარილი დაუმატეთ გემოვნებით. ბოლოს დაუმატეთ დანაყილი ნიორი და 1 სუფრის კოვზი ძმარი ან ლიმონის წვენი.