Папки: Свекла
მოხარშული წითელი ჭარხალი 1200 გ
გატარებული ნიგოზი - 250-300 გ
ხახვი - 1 თავი
ნიორი - 2-3 კბილი
ქინძი - 1 პატარა კონა
დაფქული სუნელები: უცხო, ქინძი, წიწაკა, პილპილი გემოვნებით.
მარილი, ძმარი გემოვნებით
ჭარხალი გავხეხოთ სახეხზე, ზედმეტი სითხე თუ აქვს გავწუროთ, დავუმატოთ გატარებული ნიგოზი, ასევე წვრილ სახეხზე გახეხილი ხახვი და ნიორი, წვრილად დაჭრილი ქინძი და შევაზავოთ გემოვნებით ხმელი სუნელებით, ძმრითა და მარილით