Папки: Лобио
1 კილო ლობიო #შულავერა
2 მოზრდილი თავი ხახვი
4 კბილი ნიორი
1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
1 ჩაის კოვზი ტომატის პასტა
1 ჩაის კოვზი პაპრიკა
1 ჩაის კოვზი ხმელი ქონდარი
1 ყავის ჭიქა ზეთი
მარილი,პილპილი გემოვნებით
1 შეკვრა ქინძი
მომზადება
გარეცხილ_გადარჩეული ლობიო
საჭირო რაოდენობის წყალთან ერთად მივიყვანე ადუღების პირას,შემდეგ პირველი წყალი გადავუქციე,ახალი
დავასხი და საშუალოზე ცეცხლზე
ბოლომდე მოვხარშე,შემდეგ გადავწურე საწურზე და მარცვლებს შევურიე ::::::
მარილი,პილპილი,ქონდარი და დასრესილი ნიორი და დავაბრუნე ქვაბში.
ცალკე ტაფაში დაბალ ცეცხლზე ზეთში
მოვშუშე ::::::: წვრილად დაჭრილები
ხახვი და ბულგარული,შემდეგ დავამატე
ტომატპასტა და პაპრიკა,კარგად ავურიე,დავამატე ლობიოს ასევე გადანახული წვენი იმდენი როგორი
სისქეც მინდოდა წვრილად დაჭრილი ქინძი და ერთი წამოვადუღე.
სულ ესაა,უგემრიელესი გამოდის.
ვისაც უნდა ოხრახუში დაამატოს და ვისაც უნდა ნიახური