Папки: Крупы Рис греч овсянка
Перейти по ссылке: https://www.facebook.com/groups/691339647653726/permalink/5137978266323153/
2ჭ გარეცხილი და საწურზე გაწურული გრძელი ბრინჯი ჩავყაროთ მდუღარე 2 იგივენაირ ჭიქის წყალში, რომელშიც წყალთან ერთად ავადუღებთ ნახ.ჩ.კ. მარილს, 150-200 გრ.შაქარს, (გემოვნებით) , 100 გრ. კარაქს ( სამარხვოს დროს მარგარინი ან ზეთი) , როცა წამოდუღდება, მაშინ ვაყრით ბრინჯს. ერთხელ კარგად ამოვურიოთ და ძალიან დაბალ ცეცხლზე ვხარშავთ.
აუცილებელია ქვაბს ჰქონდეს თავსახური მყარად, რომ ორთქლი არ იპარებოდეს.
ვხარშავთ დაახლოებით 25 წუთი მინიმალურ ტემპერატურაზე.
სანამ ბრინჯი იხარშება 150 გრ ქიშმიში, 150 გრ საზამთროსა და ანანასის ცუკატები გავრეცხოთ და გავწუროთ საწურზე.
შემდეგ მოვთუშოთ კარაქში, თან ვურიოთ რომ არ მიგვეწვას. მალევე გამოვრთოთ, როცა ქიშმიში ოდნავ დაიბერება.
მოხარშული ბრინჯი გადმოვიღოთ. ცხელი ბრინჯის ერთ ფენას დავაყაროთ მოთუშული ქიშმიში ცუკატებით, შემდეგ მეორე ფენა ბრინჯი და ისევ ქიშმიში და ცუკატები, ასე ბოლომდე. ბოლოს მოვაყაროთ ზემოდანაც ქიშმიში და ცუკატები , თან ნიგოზიც დავაყარე
საოცრად გემრიელი ფანტია ფლავი გამოდის.