Папки: Грибы
1,5 კგ სოკო გავარჩიე, გავრეცხე და წამოვადუღე, ეგრევე გადავუწურე წყალი.
2 თავი ხახვი დავჭერი და მოვთუშე კარაქის გემოს ზეთში "საოცრება".
დავაყარე სოკო, დავჭერი 2 შეკვრა ქინძი, 1 მწვანე ხახვი, გამხმარი ტარხუნა, 3 კბილი ნიორი. დავუმატე ეს ყველაფერი სოკოს, ცოტა ღვინო, 5სკ გახეხილი ტყემალი. მარილი, ცოტა შავი პილპილი და წითელი დაღერღილი წიწაკა გემოვნებით. მზადდება მალე.
ძალიან გემრიელია.