ნიგვზიანი კუჭმაჭი საქონლის გულ-ღვიძლით

Папки: Субпрод
2 კგ საქონლის გულ - ღვიძლი
5 საშუალო თავი ხახვი
100 გრ კარაქი (იმ შემთხვევაში თუ ხორცი საერთოდ უცხიმოა)
ნიგოზი 300-400
3-4 კბილი ნიორი
1 კონა ქინძი
2 ს/კ ტყემალის წვენი ან ბროწეულის წვენი ან თუნდაც 1 ს/
კ ძმარი (რომელიც გაქვთ ან გემოვნებით მოგწონთ)
• სუნელები: ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი
ყვავილი - ჯამში 2 ს/კ არა ძალიან სავსე
• მარილი და წითელი დაღერღილი წიწაკა

მომზადება:
1) კარგად გავრეცხოთ გული და ღვიძლი დავჭრათ 3 ან 4 თითის სისქე ნაჭრებად და მოსახარშად ცეცხლზე შემოვდგათ
2) ამასობაში გადარჩეული ნიგოზი ოდნავ მოვხალოთ, იგი კერძში უმად ხვდება ამიტომ პატარა თერმული დამუშავება არ აწყენს არავინ იცის სად და რა პირობებში იყო სანამ ჩვენამდე მოვიდა, შეგრილებული ნიგოზი დავაბლენდეროთ სუნელებთან მარილთან და ცხარე წიწაკასთან ერთად აქვე ვუყოთ რამოდენიმე ღერი ქინძი, ნიორი და ტყემლის წვენი ციცქნა სიმჟავისთვის და თუ მასა ძალიან სქელი გამოგივათ შეგიძლიათ წყალიც მიაშველოთ.
3) ამასობაში წვრილად დავჭრათ ხახვი, შემდეგ მოხარშული ხორცი თანაბა კუბიკებად,
(იმისათვის რომ უცხიმო ხორცი გამომშრალი და მახჩობელა არ იყოს მოშუშეთ კარაქში ხახვთან ერთად, შეგახსენებთ თუ ხორცი მსუქანია ჩაშუშვა სულ არ უნდა ცოცხალი უკეთდება ხახვი და შემდეგ სუნელიანი ნიგოზი)
ბოლოს ჩაშუშული კუჭმაჭი ოდნავ შეაგრილეთ და სუნელებიანი ნიგოზი უქენით, კარგად გადაურიეთ მორთეთ და გემრიელად მიირთვით.