ქათმის ფილე -1 კგ
ბრინჯი -2 ჩ/ჭ
ხახვი -3 თავი
სტაფილო - 3-4
ნიორი - 1 მთლიანი
ზეთი - 150 მ/ლ
მარილი, ძირა, ფლავის სპეციალური საკმაზი, შავი პილპილი, წითელი დაფქვილი წიწაკა და პაპრიკა თქვენი გემოვნებით.

პირველ რიგში მოვამზადოთ ბრინჯი. 2 ჩ/ჭ ბრინჯი გავრეცხოთ ძალიან კარგად, სანამ გამჭვირვალე წყალი არ გაუვა და დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ დაახლოებით 40 წუთი. ასე მომზადებული ბრინჯი გამოდის ფანტია და არ იშლება.

ამასობაში ერთი კილო ქათმის ფილე დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად. დავყაროთ ცხელ ტაფაზე ან ქვაბში. წვენი რომ მოიყენა მე გადავღვარე და გადავავლე წყალი , თქვენ როგორც გნებავთ. დავდგი ისევ ცეცხლზე და დავასხი ბლომად ზეთი, კარგად რომ შეწითლდა ხორცი დავაყარე დაჭრილი ხახვი და სტაფილო და დაბალ ცეცხლზე მოვშუშე სანამ სტაფილო ცოტა არ დარბილდა. დავაყარე ძირა, შავი პილპილი, ცოტა წითელი წიწაკა, სპეციალური ფლავის საკმაზი, მარილი, პაპრიკა კარგად ამოურიე და დავამატე წინასწარ დამბალი ბრინჯი, დავასხი იმდენი წყალი, რომ ბრინჯი დაიფაროს კარგად, შუაგულში ჩავდე ერთი მთლიანი ნიორი გაუფცქვნელი (კარგად გარეცხილი) დავაფარე სახურავი და ძალიან დაბალ ცეცხლზე დავტოვე იმდენხანს სანამ წყალი არ დააშრა ბოლომდე. არვითარ შემთხვევაში არ ამოურიოთ სანამ ბოლომდე არ მომზადდება.

იგივე პრინციპით შეგიძლიათ მოამზადოთ სოკოს სამარხვო ფლავი.