Папки: Курица
ქათმის ფილე
2 ცალი კიტრი
1 კონა მწვანე ხახვი
2 კბილი ნიორი
მაიონეზი
1 ჩ/კ უცხო სუნელი და ქინძი
მარილი, პილპილი და წიწაკა გემოვნებით
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1
მოვხარშოთ ქათმის ფილე და დავძიძგნოთ. დავამატოთ 1 ჩ.კ. ქინძი და უცხო სუნელი, 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი(მხოლოდ მისი მწვანე ნაწილი) და პატარა კუბებად დაჭრილი კიტრი(მხოლოდ მისი სქლად მოჭრილი ქერქები).

2
ბოლოს ვუქნათ მარილი, წიწაკა და ბლომად პილპილი. მოვასხათ მაიონეზი და ხელით კარგად ავზილოთ.