მაწვნის სუპი - გემრიელი და სასარგებლო წვნიანი

Папки: Суп
Previewმარილი
კამა და ქინძი
კვერცხი - 6 ცალი
კარაქი - 30 გრ
ნიორი - 1 კბილი
ხახვი - 1 თავი
ბრინჯი - 3 სკ
წყალი - 500 მლ
მაწონი - 500 გრ
ტაბულა
მომზადების წესი
1. გარეცხეთ და მოხარშეთ 3 სკ ბრინჯი.

2. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ კარაქში.

3. 1 ქილა მაწონში გათქვიფეთ 1 ც კვერცხი, ჩაასხით 500 მლ წყალი, მოურიეთ და საშუალო ცეცხლზე, ისე რომ არ შეწყვიტოთ მორევა, მიიყვანეთ ადუღებამდე.

4. როგორც კი დუღილს დაიწყებს, ჩააყარეთ მოშუშული ხახვი, მოხარშული ბრინჯი, მარილი, დაჭრილი ქინძი და კამა (7-7 ღერი დაახლეობით), ნიორი, მოურიეთ და ჩაახალეთ 5-6 ც კვერცხი მთელ-მთელად.

5. გამორთეთ ცეცხლი, როცა კვერცხი თქვენთვის სასურველ დონეზე მოიხარშება.