Папки: Говядина
ცხვრის "ჩაშუშული" (თუ რაღაც :)
დაჭრილი ცხვრის ხორცი ჩავაწყვე ქვაბში, დავაყარე ყველანაირი მწვანილი დაჭრილი (ქინძი, ოხრახუში, ცერეცო, მწვანე ხახი,ცოტა ნიახური) მოვაყარე მარილი,მოვასხი გახეხილი პომიდორი,მოვაყარე სუნელები,ქონდარი,წიწაკა.მოვაწყვე ისევ მეორე ფენა ხორცი, ისევ მწვანილები, ისევ პომიდორი.გაჭყლეტილი ნიორი.ისევ ხორცი, ისევ მწვანილები,ისევ პომიდორი.დავაფრე ხუფი და დავდგი მოსახარსად. არ ვურევთ. ვხარშავთ ნელ ცეცხლზე.გემრიელ სუნს რომ გაუშვებს იქედან კიდევ ვაგრძელებ 10-15 წუთი ხარსვას, მერე ავხდი ხუფს და ვნახავ ხორცი როგორია. (ბატკანი და ხბო მალე იხარშება) თუ ხორცი მოხარშულია, მარილს გავუსინჯავ. თუ აკლია დავამატებ და გამოვრთავ. სულ ეგაა. არ უნდა არც მორევა არც წყალი.