Папки: Паст
Previewპასტა პენე - 400 გ
ზეითუნის ზეთი - 3 სკ
დანაყილი ნიორი - 4 კბილი
კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი - 800 გ
დაჭრილი ან 1/2 ხმელი ბაზილიკი - 2 სკ
პარმეზანი, გახეხილი - 4 სკ
დაღერღილი წიწაკა
მარილი
პასტა მოვხარშოთ შეფუთვაზე მოცემული წესის მიხედვით. პარალელურად ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ნიორი, დაღერღილი წიწაკა და 4-5 წუთი დაბალ ცეცლხზე ვშუშოთ, დავუმატოთ პამიდორი და განვაგრძოთ მომზადება. პამიდორი ფერს რომ შეიცვლის და ზედმეტი წვენი დაშრება, დავუმატოთ ბაზილიკი. სოუსი შევურიოთ პასტას, ამოვიღოთ თეფშზე და მოვაყაროთ პარმეზანი.