Previewსტაფილო - 1 ცალი
ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
პატარა ხახვი - 1 თავი
ზეთისხილი - 2 სკ
კამა და ოხრახუში - 1 კონა
გრძელი ბრინჯი - 1 ჭიქა
ცხელი წყალი - 2 ჭიქა
კარაქი ან ზეთი - 1.5 სკ
მარილი და პილპილი
ხახვი წვრილად დავჭრათ, სტაფილო და ბულგარული წიწაკა თხელ რგოლებად. ზეთისხილები შუაზე გავჭრათ, მწვანილი კი წვრილად დავკეპოთ. ხახვი, სტაფილო და ბულგარული წიწაკა ცხიმში მოვშუშოთ დარბილებამდე, დავუმატოთ ზეთისხილი და ბრინჯი, ვურიოთ 2-3 წუთი. დავასხათ წყალი, შევანელოთ მარილითა და პილპილით და თავდახურული ვხარშოთ 15 წუთი, შემდეგ სახურავს ამოვაკრათ ტილო და გადმოვდგათ ცეცხლიდან. 20 წუთის შემდეგ ბრინჯს შევურიოთ დაჭრილი მწვანილი და მივიტანოთ სუფრაზე.