Previewბრინჯი - 500 გ
წყალი - 1 ლ
კარაქი - 150 გ
შაქარი - 200 გ
მარილი - 0.5 ჩკ
ვანილი - 2 ც
ფორთოხლის ცედრა
ბრინჯი გავრეცხოთ, ცალკე ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე, დავუმატოთ 1 ც ფორთოხლის ცედრა, ასევე კარაქი, შაქარი და მარილი, კარგად გაიხსნება წყალში, შაქარი და კარაქი, დავუმატოთ ბრინჯი და ქვაბს თავსახური დავაფაროთ. ვშუშოთ ნელ ცეცხლზე, სანამ წყალს არ დაიშრობს, დაახლოებით 35-40 წთ საკმარისი იქნება, ბოლოს ვამატებთ ქიშმიშს და ჩირეულს (წინასწარ ვალბობთ ცხელ წყალში 15 წთ, გავამშრალებთ და ვუმატებთ).