Previewგრძელი ბრინჯი - 250 გ
შავი ქიშმიში - 100 გ
გოგრა - 300 გ
კარაქი - 50 გ
შაქარი - 80 გ
წყალი - 500 მლ
ილის მარცვალი - 3 ცალი
დარიჩინი
ბრინჯი გამდინარე ცივწყალში კაგად გავრეცხოთ და გადავწუროთ. ქიშმიშს მდუღარე წყალი დავასხათ, 15 წთ გავაჩეროთ და გადავწუროთ. გოგრა პატარა კუბებად დავჭრათ და სქელძირიან ქვაბში, გაცხელებულ კარაქში მოვშუშოთ 2-3 წუთი. დავუმატოთ ქიშმიში და კიდევ 2-3 წუთი ვშუშოთ, დავუმატოთ შაქარი, ილი, დარიჩინი და ამოვურიოთ, დავაყაროთ ბრინჯი, დავასხათ 500 მლ ცხელი წყალი და საშუალო ცეცხლზე თავდახურული ვხარშოთ, სანამ წყალი დაშრებადა ბრინჯი მოიხარშება, შემდეგ ქვაბის საფარებელს ამოვაკრათ ტილო და ფლავი ცეცხლიდან გადმოვდგათ. გავაჩეროთ ასე 15 წუთი და შემდეგ მივიტანოთ სუფრაზე. შაქრის ნაცვლად შეიძლება თაფლის გამოყენება.