Папки: Говядина
2.5 -3 კგ ბატკნის ხორცი
200 გრამი დუმა
6 კონა ტარხუნა
4კონა მწვანე ხახვი
1 კონა ქინძი
1 თავი ხახვი
1ცალი ახალი ნივრის ღერი
2ცალი მწვანე მწარე წიწაკა
1 ლიტრი თეთრი ღვინო
200 გრ ახალი ტყემალი
(ხანდახან ვამატებ ცოტა წიწმატსაც, ამჯერად არ დამიმატებია).
ხორცი და დუმა დაჭერით აგრეთვე ყველანაირი მწვანილი,
ქვაბში პირველ ფენად მოათავსეთ მწვანილი შემდეგ ხორცი, შემდეგ ისევ მწვანილი და ასე ბოლომდე, ბოლო ფენაც მწვანილი უნდა იყოს, ჩაამატეთ მთლიანი წიწაკები, მოაყარეთ ტყემალი დაასხით ღვინო და დადგით ძალიან დაბალზე თავდახურული, სანამ ხორცი არ მოიხარშება არ ამოურიოთ, ბოლოს მარილი.