Папки: Говядина
2კგ დეკეულის ხორცი დავჭრათ და გავრეცხოთ გამდინარე წყალში. მოვხარშოთ სანახევროდ.
3 შეკვრა მწვანე ხახვი, 3 ტარხუნა,
1 მოზრდილი შეკვრა ქინძი, ცოტა ოხრახუში, 3კბილი ნიორი გავრეცხოთ და დავჭრათ, ქვაბში ფენა-ფენა ჩავალაგოთ ნახევრად მოხარშული ხორცი და მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილების ნახევარი. მოვასხათ 2ჭ ღვინო. 1,5 ჭ ნახარში, წიწაკა და მარილი გემოვნებით. ზემოდან ტყემალი მოვაყაროთ. დავდგათ ცეცხლზე მზაობამდე. სანამ ცეცხლიდან გადმოვიღებთ 10წთ ადრე ვაყრით დაჭრილ მწვანილს რომელიც მოვიტოვეთ. ასე უფრო ხასხასა ფერი უნარჩუნდება ჩაქაფულს.