მჯერად ძალიან მარტივად მოვამზადე, არაფერი არ შევწვი ცალკე, გამოდის დიეტური , მსუბუქი აჯაფსანდალი, ჩაციებული უგემრიელესია.
ბადრიჯანი გავფცქვენი სანახევროდ და დავჭერი პატარა ზომებად, აგრეთვე დავჭერი კარტოფილიც, ორი წითელი და ორი მწვანე ბულგარული, 2 სტაფილო, 1 თავი ხახვი წვრილად დაჭრილი, ყველაფერი ფენა ფენა მოვათავსე ქვაბში და მოვასხი ზეთი და 3 ცალი გახეხილი პამიდორი, წყალს არ ვამატებ, დავდგი ძალიან დაბალზე თავდახურული, ორთქლში იხარშება და ბოსტნეულიც უშვებს თავის წვენს, ბოლოს წვრილად დაჭრილი ქინძი , რეჰანი, ოხრახუში, ცოტა ხმელი ქონდარი, მწარე წიწაკა და ნიორი, მარილი გემოვნებით.