Папки: Говядина
1კგ ხორცი დავჭერი გავრეცხე. პირველი წყალი გადაუღვარე გავავლე ცხელ წყალში. დავასხი ისევ ცხელი წყალი და მოვხარშე. უცხიმო ხორცი იყო და ამიტომ ცალკე ქვაბში 2 ცალი მოზრდილი ხახვი 2 კბილინიორი დავჭერი წვრილად და მოვშუშე 70-80გრ კარაქში. დავასხი ცოტა ნახარში და ჩავყარე კარტოფილი 5ცალი მოზრდილი დაჭრილი. ცოტა რომ აკლდა ჩავასხი პომიდორი (ზამთრისთვის მქონდა შენახული გატარებული წითელ ბულგარულთან ერთად.) დავაყარე მოხარშული ხორცი, ქინძი, ოხრახუში, ნიორი. დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.