Папки: Свекла, Temp
ჭარხალი 6 ცალი.
ხახვი 1 ცალი.
ნიორი 3 ცალი.
ნიგოზი 150 გრ.
ღოღნოშოს ან წითელი ტყემლის საწებელი გემოვნებით.
ძმარი ან ლიმონის წვენი 1 ს.კ.
ქინძი 1 შეკვრა.
ბროწეული 1 ცალი.
სუნელები: ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა 1-1 ჩ.კ.
მარილი, შავი პილპილი გემოვნებით.
ჭარხალი მოვხარშოთ, გავატაროთ მაშინკაში ხახვთან, ნიორთან და ნიგოზთან ერთად, დავამატოთ ღოღნოშოს ან წითელი ტყემლის საწებელი, ძმარი ან ლიმონის წვენი, დავამატოთ სუნელები, ბროწეულის მარცვლები, დაჭრილი ქინძი, მარილი და პილპილი გემოვნებით, კარგად ავურიოთ ყველაფერი და შევდგათ მაცივარში.