საქონლის ხორცი, რბილი - 700 გ
ტომატპასტა - 1.5 სკ
ხახვი - 6 თავი
მრგვალი ბრინჯი - 2 სკ
ცხვრის დუმა - 40 გ
მანანის ბურღული - 6 სკ
კვერცხი - 1 ცალი
ქინძი - 1 დიდი კონა
ნიორი - 2 კბილი
საქონლის ბულიონი - 5 ლ
მარილი და პილპილი
ძირა
ბაჰარი
ხორცი და 3-4 თავი ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ბრინჯი მდუღარე წყალში დავალბოთ, გადავწუროთ და შევურიოთ ფარშს. დავუმატოთ მარილი, პილპილი, ბაჰარი, ძირა, კვერცხი და კარგად ავზილოთ.ფარში დავყოთ კაკლისოდენა გუნდებად, ამოვავლოთ მანანის ბურღულში და ჩავყაროთ მდუღარე ბულიონში ცხვრის დუმასთან ერთად. როცა მოიხარშება, ამოვიღოთ. ცხვრის დუმა წვრილად დავკეპოთ. ასევე წვრილად დავკეპოთ დარჩენილი ხახვი და მოვშუშოთ, დავუმატოთ ტომატპასტა და ერთად მოვშუშოთ, თან ვურიოთ, რომ არ დაიწვას. მოშუშული ხახვი, მარილი, პილპილი, ბაჰარი და ძირა შევურიოთ ბულიონს, დავუმატოთ 1-2 ს.კ. დანაყილი ბრინჯი ან მანანის ბურღული და დაბალ ცეცხლზე წამოვადუღოთ. წვნიანი რომ შესქელდება, ჩავაწყოთ გუფთები და ცხვრის დუმა, მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი, ნიორი და წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან.