Папки: Грибы
500 გრამი სოკო (უმჯობესია სხვადასხვა ტყის სოკო იყოს, თუმცა შამპინიონი ან ხის სოკოც შესანიშნავი იქნება)
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
2-3 კბილი ნიორი
მარილი შავი წიწაკა
პატარა კონა ქინძი (ან ბეგქონდარა, თუ ფრანგული გემოსკენ გვინდა წავიყვანოთ)
დავასხათ ზეთი თხელ ტაფაზე და დავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ცოტა მოვხალოთ და დავამატოთ სოკო. ცოტა რომ მოიბრაწება, დავამატოთ მარილი, წიწაკა, კარგად ამოვურიოთ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და გამოვრთოთ ქურა.