Папки: Грибы
ზეთი – 2 სუფრის კოვზი
ხახვი – 1 მოზრდილი თავი
ქინძი – 1 კონა
ნიორი 5 კბილი
ხის სოკო 1 კგ
შავი წიწაკა გემოვნებით
მარილი გემოვნებით
კერძზე მისაყოლებელი
თეთრი პური
წითელი ან მწვანე ტყემალი
დამზადების წესი:
დავჭრად ხახვი;
ხელით დავანაწევროთ სოკო;
ტაფაზე დავასხათ ცოტა ზეთი (2 სუფრის კოვზი);
ზეთიან ტაფაზე დავყაროთ დანაწევრებული სოკო;
შევწვათ საშალო ან მაღალ ცეცხლზე;
წყალი ამოვაკლოთ ჩამჩით;
დავჭრათ ქინძი;
გავსრისოთ და დავჭრათ ნიორი;
ნიორი ავურიოთ ქინძში;
როცა სოკო ცოტათი მოითუშება ვამატებთ ხახვს და ვურევთ;
როცა ხახვიც მოითუშება, დავუწიოთ ცეცხლს და დავაფაროთ ტაფას თავსახური;
დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ვრთავთ ცეცხლს;
სოკო რომ ცოტათი გაგრილდება დავამატებთ ნივრიან ქინძს და ვურევთ;
მარილი და წიწაგა ეყრება უკვე გამზადებულ კერძს გემოვნების; მიხედვით;