Папки: Свинина
ბურვაკის ხორცი
ხახვი 1 ცალი
ნიორი 3 კბილი
დაფნის ფოთოლი 3-4 ცალი.
სურნელოვანი პილპილის მარცვლები 10 ცალი.
მუსკატი გახეხილი 1/2 ჩ.კ.
მარილი 2 ს.კ.
ბურვაკის ხორცი გავრეცხოთ კარგად, ჩავდოთ ქვაბში, შემოვაყენოთ წყალი და მოვხარშოთ, ხარშვისას მოვქაფოთ, ჩავამატოთ ოთხად გაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთლები, მარილი, სურნელოვანი პილპილის მარცვლები და კარგად მოვხარშოთ. ხორცი რომ მოიხარშება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავამატოთ გაჭყლეტილი ნიორი და გახეხილი მუსკატი, დავაფაროთ ხუფი და 1 საათი ასე გავაჩეროთ, შემდეგ გადმოვიღოთ ხორცი საწურზე, კარგად რომ დაიწურება, შევდგათ მაცივარში რამოდენიმე საათით, შემდეგ დავჭრათ.