საქონლის გულ-ღვიძლის ჩაშუშული და მწვადი ტაფაზე

Папки: Субпрод
2 კგ საქონლის გულ-ღვიძლი გავასუფთაოთ, დავჭრათ და მოხარშოთ სანახევროდ. გადავუწუროთ ნახარში და მოვაყაროთ ცოტა მარილი.
გავყოთ ორ ნაწილად
ტაფაზე ცხიმში მოვთუშოთ 2 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი და 1 კბილი ნიორი, გულ-ღვიძლი, დავუმატოთ 3 ცალი მოზრდილი კანგაცლილი დაჭრილი პომიდორი, 1სკ ტომატ პასტა , 1ჭ მდუღარე წყალი. ქინძი, 3_4 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი. მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მეორე ნაწილი დავყაროთ ტაფაზე, დავუმატოთ ცოტა ზეთი ან კარაქი, მოვბრაწოთ, დავუმატოთ 1კბილი ნიორი დაჭყლეტილი, მარილი გემოვნებით, უმნიშვნელოდ შავი პილპილი. Მოვაყაროთ 2 თავი ხახვი დაჭრილი ალყა-ალყა, ბროწეულის მარცვალები.