Папки: Выпечка
1 კგ. ფქვილი
2 ცალი კვერცხი
400 მლ/ლ თბილი წყალი
25 გრამი მშრალი აქტიური საფუარი
1 ჩ/კ მარილი
1⁄2 ლიტრი ზეთი
500 გრამი შერეული ფარში
100 გრამი ბრინჯი
მწიკვი მარილი
1 ჩ/კ შავი პილპილი
1 ჩ/კ უცხო სუნელი
2 ცალი ხახვი
ცოტაოდენი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1
დიდ თასში ჩაყარეთ 800 გრ. ფქვილი, დაამატეთ 25 გრ. საფუარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და 1 კვერცხი. შემდეგ დაამატეთ 400 მლ. თბილი წყალი და ურიეთ ხელით, სანამ ცომის გუნდას არ მიიღებთ. შეახვიეთ, მოათავსეთ თბილ ადგილას და დატოვეთ ასე 1 საათით, რომ ამოვიდეს.

2
მოაყარეთ დარჩენილი 200 გრ. ფქვილი და ზილეთ, სანამ საკმარისად არ გამკვრივდება. სამუშაო ზედაპირზე მოაპნიეთ ცოტაოდენი ფქვილი და მასზე ცომი პატარა გუნდებად დაყავით.

3
წვრილად დაჭერით ხახვი და თუშეთ, სანამ ოდნავ არ შეიბრაწება.

4
ტაფაზე დაასხით 40 მლ. ზეთი, დაამატეთ საქონლისა და ღორის ფარშის ნარევი, შავი პილპილი და უცხო სუნელი, ურიეთ ინტენსიურად, 5–6 წუთის განმავლობაში.

5
მოხარშეთ ბრინჯი 1 ჩაის კოვზ მარილთან ერთად. ჩაყარეთ თასში, დაამატეთ მოთუშული ხორცი, 1 კვერცხი და ურიეთ კარგად შერევამდე.

6
გააბრტყელეთ ცომის გუნდები. მოათავსეთ შიგთავსი ცენტრში თითოეულ მათგანზე, გადაკეცეთ და შეკარით.

7
წვით 1 სმ. სიღრმის ცხელ ზეთში, სანამ არ შეიბრაწება. მიირთვით ცხელი.