Папки: Говядина
საქონლის ხორცის ხაშლამა
2 კგ საქონლის ხორცი,
მკერდის ნაჭერი, დავდგათ მოსახარშად,
ქაფი მოვხადოთ და ჩავამატოთ დაფნის ფოთლები,
2 თავი ხახვი
შავი პილპილის და ბაჰარის მარცვლები
ნიახურის ღერები
ნივრის კბილები
თავდახურულში ვხარშოთ დაახლოებით 1.5 საათი, ძალიან დაბალ გაზზე, რომ მოიხარშა ამოვიღე და მოვასხი ცოტა თავისი ნახარში, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მოვაყაროთ მარილი და მივიტანოთ ნიორწყალთან ერთად