Папки: Говядина
• ხბოს ხორცი — 1 კგ
• ტარხუნა — 3 კონა
• მწვანე ხახვი — 2 კონა
• ნიორი — 1 კონა
• ქინძი — 2 კონა
• ტყემალი
• თეთრი ღვინო (რქაწითელი) — 500 მლ
• მარილი —. გემოვნებით
• წიწაკა — გემოვნებით
=======================
- ბატკნის ხორცი (ხბოც შეიძლება, მაგრამ "ჩაქაფული" ბატკნისაა!), 2/3კგ-მდე მაინც უნდა იყოს, რაც მეტია, კერძი უფრო გემრიელი გამოდის! ბატკნის (და არა თოხლის ან ცხვრის!) ხორცი ძალიან მსუქანი არ უნდა იყოს. ქვაბის ძირში ბატკნიდან ჩამოჭრილი ცხიმოვანი ნაჭერი ჩავუფინოთ (რომ არ მიიწვას)! მანამდე, ხორცი კარგად გავრეცხოთ (ასევე, მწვანილიც), დავჭრათ ძვლიანად საშუალო ნაჭრებად. ხორცს მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი (თქვენს გემოზე). ქვაბი დავადგათ ნელ ცეცხლზე (დაბალ ცეცხლზე, კერძის მომზადების დასრულებამდე!). ხორცი ვხარშოთ საკუთარ წვენში. როცა ხორცის წვენი ამოშრება, მაშინ მას დავუმატოთ 1 ჩაის ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო (მხოლოდ თეთრი!). როდესაც ამოშრება სითხე და ხორცი მომზადდება, დავასხათ კიდევ 1 ჭიქა ღვინო. შემდეგ, დავაჭრათ ბლომად ქინძი, დავუმატოთ ამ დაჭრილ ქინძს, მისი რაოდენობის ნახევარი - დაჭრილი ახალი მწვანე ხახვი და ახალი მწვანე ნიორი. ეს ყველაფერი ავურიოთ ერთმანეთში და ისე დავადოთ ზემოდან ხორცს (ფენად). შემდეგ, დავუმატოთ 1,5 კგ. ახალი ტყემალი (ზამთარში ტყემლის კონსერვი 2-3 ქილა), 3/4 ცალი მთლიანი მწვანე წიწაკა (ანუ, დაუჭრელი) ბლომად დაჭრილი ქორფა ტარხუნა, ოღონდ, ტარხუნის ღერო აუცილებლად გამოვაცალოთ (მაგარია და იმიტომ!) და ესეც ზემოდან დავადოთ ფენად. შემდეგ, დავაფაროთ თავსახური და ვხარშოთ, მერე ამოვურიოთ და დავამატოთ 1 ჭიქა ღვინო. როდესაც კერძი ქაფს გაიკეთებს, იმ მომენტიდან 20 წუთის შემდეგ ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან, რადგან ჩაქაფული უკვე მზად არის!
P.S. თუ შეატყობთ, რომ ჩაქაფული "მშრალი" გამოდის, მაშინ შეგიძლიათ კიდევ 1 ჭიქა ღვინო დაუმატოთ (ჯამში, 300/400 გრამი), სანამ ცეცხლიდან გადმოდგამთ 10 წუთით ადრე! მოკლედ, 2 კგ. ბატკნის ხორცზე 8 კონა ტარხუნა უქენით, თუ წონითაა, მაშინ 300 გრ. ტარხუნა; ქინძი 6 კონა, წონით 200 გრ, (ანუ, ტარხუნა ქინძზე მეტი უნდა იყოს!); ახალი მწვანე ხახვი 4 კონა, წონით 100 გრ; 1 კონა ახალი მწვანე ნიორი, წონით 50 გრამი; 3/4 ცალი მწვანე წიწაკა;