Папки: Суп
2 ლ. ხორცის ბულიონი (ან წყალი)
3-4 საშუალო კარტოფილი
1 კონა მწვანე ხავხი
1 ღერო ახალი ნიორი
1 კონა კამა
1 კონა ოხრახუში
ნახევარი კონა ქინძი
2-3 ღერი ნიახური (საქონლის ხორცს უხდება)
2 მოზრდილი კონდა მჟაუნა
3-4 კვერცხი
არაჟანი
მარილი, წიწაკა
ბულიონი ავადუღოთ და ჩავდოთ შიგნით (ცოტა ბრინჯი, მოშუშული ხახვი და სტაფილო) დაჭრილი კარტოფილი. ვხარშოთ, სანამ ბრინჯი და კარტოფილი მომზადდება. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ნიორი, მწვანილი, მჟაუნა.
წამოვადუღოთ 1-2 წუთი და გამოვრთოთ ცეცხლი. დავამატოთ მარილი და პილპილი. მირთმევის წინ, ყველა პორციაში სათითაოდ ჩავდოთ თითო დაჭრილი მოხარშული კვერცხი და 1 ს.კ. არაჟანი ან მაწონი.