Папки: Суп
ხორცი 600 გრ.
2 ც ხახვი
1 ც სტაფილო
3 ც.კარტოფილი.
ბრინჯი ასე ერთი ღვინი ჭიქა.
2 კბილი ნიორი.
2 ც.დაფნის ფოთოლი.
მარილი და მწვანილი გემოვნებით.
წყალი სურვილის მიხედვით.

გარეცხილი ხორცის ნაჭრები ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ, შემდეგ გადავღვაროთ, დავასხათ ახალი წყალი და დავდგათ მოსახარშად,ცოტა ხანში დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და დაფნის ფოთოლი,ხორცს ცოტა რომ ეკლდება მოხარშვა დავუმატოთ გახეხილი სტაფილო და დაჭრილი კარტოფილი,ასევე დავამატოთ ცხელი წყალი და ცოტა ხანში გარეცხილი ბრინჯი,ყველაფერი რომ მოიხარშება შევანელოთ,ოხრახუში, ცოტა ნიახური,ორი კბილი ნიორი და მარილი.ვისაც მწარე გიყვართ დაუმატეთ მწარე წიწაკა,ასევე სურვილის მიხედვით პამიდორი ან ტომატპასტა.