მწვანე ლობიო ნიგვზით, ანუ ლობიოს კოტრანა | Facebook

Папки: Лобио
მწვანე ლობიო ნიგვზით, ანუ ლობიოს კოტრანა.
ლობიოს მოვაცალოთ ყუნწები,გავრეცხოთ და ადუღებულ მარილ წყალში მოვხარშოთ, ისე რომ შეინარჩუნოს სიმწვანე,შემდეგ ამოვიღოთ საწურზე და დავაცადოთ გაციება,ამასობაში ნიგოზი და ნიორი დავნაყოთ სანაყში,გინდაც მანქანაში გაატარეთ, შემდეგ გაციებული ლობიო ხელით ცოტა გაწურეთ რომ წყალი არ შეყვეს და შევანელოთ ნიგოზი,ნიორი,ძმარი და ნედლი ქინძი,მარილი თუ აკლია დაამატეთ.