Папки: Соус
(დაახლოებით 1 ლიტრი საწებლისთვის)
ტომატი – (გადადუღებულ წყალში გახსნილი) 3-4 ს/კ
ნიორი – 1 კბილი (1 ლიტრ საწებელზე)
ქინძი – ერთი პატარა კონა
ხახვი – 1 საშუალო თავი
მარილი – გემოვნებით
ძმარი – 1 სუფრის კოვზი (თუ ძმარი ძლიერი და მჟავეა — საკმარისია 1 დესერტის კოვზი)
ხმელი ქინძი - 1/3 ჩ/კ.
დაღერღილი წითელი წიწაკა გემოვნებით
წითელი ტყემალი 1 ს/კ. (სურვილისამებრ)
ტომატის ბაზა: ტომატი გახსენით გადადუღებულ წყალში სასურველ სისქემდე, არც ძალიან თხლად და არც სქლად. თუ გაქვთ სახლში მომზადებული ტომატის საწებელი, შეგიძლიათ ის გამოიყენოთ.
ნიორი და ქინძი: ნიორი და ქინძი კარგად დანაყეთ ან დააბლენდერეთ. ნიორი ბევრი არ უნდა, 1 კბილი 1 ლიტრ საწებელზე სრულიად საკმარისია, რომ არ გადაფაროს ტომატის არომატი.
ხახვი: ხახვი დაჭერით ძალიან წვრილად - ასე მისი გემო სწრაფად შეიწოვება საწებელში და განსაკუთრებულ სიტკბოსა და არომატს მისცემს.
მოათავსეთ ტომატის მასა ჯამში, დაამატეთ ხახვი, დანაყილი ნიორი და ქინძი, შემდეგ კი მარილი, დაღერღილი წიწაკა და ძმარი გემოვნებით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ს/კ. წითელი ტყემალი.