Папки: Лобио
500 გ ლობიო
2 თავი ხახვი
3 კბილი ნიორი
3 ს.კ. ზეთი
მოზრდილი კონა ქინძი
პატარა კონა ოხრახუში, კამა, ორი ღერი ქონდარი
1 წიწაკა (თუ ძაან ცხარე გამოდგა, ნახევარიც საკმარისი იქნება)
მარილი
ძმარი ან ლიმნის წვენი თუ მოიფიქრეთ, 1-2 ს.კ. საკმარისი იქნება.
ასევე, ძალიან უხდება ბროწეული და შეგიძლიათ ცოტაოდენი ბროწეულის მარცვლებიც მოაყაროთ.

შეგიძლიათ 100 გ ნიგოზიც დაამატოთ, ნიგოზი ხომ ყველაფერს უხდება და ამდიდრებს, მაგრამ ეს აუცილებელი არაა, კირკაჟი ნიგვზის გარეშეც კარგია.

კარგად გავრეცხოთ ლობიო და დავდგათ მოსახარშად. რო ადუღდება, გამოვცვალოთ წყალი და გავაგრძელოთ ხარშვა. ლობიო უნდა დარბილდეს, მაგრამ არ ჩაიხარშოს.

დავჭრათ ხახვი და მწვანილი, დავჭყლიტოთ ნიორი. მსხვილად დავანაწევროთ ნიგოზი.

ლობიო გადავწუროთ, დავუმატოთ მწვანილი, ხახვი, ნიორი, მოვასხათ ზეთი. დავუმატოთ ნიგოზი, ლიმნის წვენი და ბროწეულის მარცვლები.